საზოგადოება
13.11.2023 12:11
გარკვეული კატეგორიის ავტობუსები და სატვირთოები თბილისში გადაადგილებისას, შესაძლოა, 1000 ლარით დაჯარიმდნენ

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ და „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებების შეტანის კანონპროექტი მომზადდა.

ცვლილებების თანახმად, თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში გადაადგილებაზე  დროის გარკვეულ მონაკვეთში შეზღუდვა დაწესდება შემდეგი კატეგორიის ავტომობილებისთვის: M3 – 5 ტონაზე მეტი მასის და 8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება;

 N2 - 3,5-დან 12 ტონაზე მეტი  და N3 – 12 ტონაზე მეტი მოცულობის ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალება.

აღნიშნული შეზღუდვის დარღვევის შემთხვევაში, დამრღვევი პირი 1 000 ლარით, განმეორებით შემთხვევაში კი, 3 000 ლარით დაჯარიმდება.

საკანონმდებლო ცვლილება ქალაქის საცობებისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს.

დედაქალაქის საკრებულო პრობლემის გადასაწყვეტად „პიკის“ საათებსა და საცობებისგან გადატვირთული ადგილების ჩამონათვალს ახლო მომავალში განსაზღვრავს.

კვირის ამბები