საზოგადოება
10.11.2023 10:05
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საოკუპაციო რეჟიმის მიერ მოკლული თამაზ გინტურის ოჯახს მიუსამძიმრეს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი სოფელ კირბალში ჩავიდა. მინისტრმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან საოკუპაციო რეჟიმის მიერ მოკლული თამაზ გინტურის ოჯახს მიუსამძიმრა და თანადგომა გამოუცხადა.

თამაზ გინტურის პანაშვიდზე თეა ახვლედიანთან ერთად, ასევე, იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თამაზ ბესტაევი, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

შეგახსენებთ, სოფელ კირბალთან, ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ადგილობრივი მაცხოვრებლების უკანონოდ დაკავების მცდელობისას,  ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური, ლევან დოთიაშვილი კი უკანონოდ დააკავეს.

ლევან დოთიაშვილი სამდღიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს, თამაზ გინტურს ხვალ, 11 ნოემბერს დაკრძალავენ.
კვირის ამბები