დაცული ტერიტორიების მნიშვნელობასა და ბიომრავალფეროვნების დაცვის საჭიროებაზე, გორის მე-11 საჯარო სკოლის თვითმმართველობის და ეკო კლუბის წარმომადგენლებთან საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრა გამართა.
შეხვედრას გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი ედიშერაშვილი უძღვებოდა და მონაწილეებმა სკოლებში მოსწავლეთა თვითმმართველობის საქმიანობის მნიშვნელობასა და სასკოლო კლუბების ფუნქცია-დანიშნულებაზე ისაუბრეს.
შეხვედრის დასასრულს, მე-11 სკოლის მოსწავლეთა ჩართულობით, ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ეკოსაგანმანათლებლო აქტივობები და გარემოსდაცვითი ღონისძიებები დაიგეგმა.