საზოგადოება
10.11.2023 11:48
ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია 14 ნოემბერს დასრულდება

ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ოლიმპიადა სამ ტურად ჩატარდება.

დაინტერესებულმა პირებმა რეგისტრაცია ელექტრონულად ol – reg . naec . ge /register უნდა გაიარონ.

 პროცესი 14 ნოემბრის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

„ოლიმპიადაში მონაწილეობის უფლება აქვს თითოეულ საგანში/საგნებში განსაზღვრული კონკრეტული ასაკობრივი ჯგუფის (X-XII კლასები) მოსწავლეს, თუმცა, სურვილის შემთხვევაში, საბაზო საფეხურის ნებისმიერ მოსწავლესაც. რაც შეეხება მსურველებს, რომლებსაც ცენტრის მხრიდან სპეციფიკური გარემოს/პირობების შექმნა ესაჭიროებათ, შესაბამისი სამედიცინო ცნობა (ფორმა №100) ცენტრში 14 ნოემბრის18:00 საათამდე უნდა წარმოადგინონ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა ყოველ წელს ტარდება. ღონისძიების მიზანს მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლება და იმ ნაკრებებისთვის კანდიდატების გამოვლენა წარმოადგენს, რომლებიც საერთაშორისო ოლიმპიადებზე საქართველოს სახელით გაემგზავრებიან.

კვირის ამბები