საზოგადოება
09.11.2023 16:49
ხიდისთავის ხელოვნების სკოლა ხალიჩის საქსოვი დაზგებით აღიჭურვა

სოფელ ხიდისთავში კოტე მეღვინეთუხუცესის სახელობის ხელოვნების სკოლა ხალიჩის საქსოვი დაზგებით აღიჭურვა.

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში  - „საბავშვო-საყმაწვილო სახელოვნებო სკოლების/სტუდიების ხელშეწყობა“ გამარჯვების შემდეგ, გორის მუნიციპალიტეტის კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტომ საქსოვი დაზგები შეიძინა და დაწესებულებას გადასცა.

„პროექტის ფარგლებში, კოტე მეღვინეთუხუცესის სახელობის ხელოვნების სკოლაში შეიქმნა ხალიჩების ქსოვის წრე, სასწავლო პროცესში 20 მოსწავლეა ჩართული.

ხალიჩის ქსოვით დაინტერესებული პირებისთვის პერიოდულად ჩატარდება მასტერკლასები. პროექტის დასრულების შემდეგ კი მოეწყობა მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა“, - აცხადებენ კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოში.

კვირის ამბები