საზოგადოება
09.11.2023 16:11
პუშკინის და ნინოშვილის ქუჩების კვეთაზე ტრანსპორტის მოძრაობას შუქნიშანი დაარეგულირებს

გორში, პუშკინის და ნინოშვილის ქუჩების კვეთაზე ტრანსპორტის მოძრაობას შუქნიშანი დაარეგულირებს.

შესაბამის ტექნიკური მოწყობილობის სამონტაჟო სამუშაოებს გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო უკვე ახორციელებს.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, ბოლო პერიოდში გზის აღნიშნულ მონაკვეთზე შეინიშნებოდა მოძრაობის ინტენსივობის ზრდა, რაც პირდაპირპროპორციულად ისახებოდა ავტოსაგზაო  შემთხვევების რაოდენობაზე. აქედან გამომდინარე, ადგილობრივმა ხელისუფლებამ საგზაო მოძრაობის რეგულირების მიზნით მიიღო გადაწყვეტილება შუქნიშნის დამონტაჟების შესახებ.

„აღნიშნულ ლოკაციაზე, საგზაო მოძრაობის რეგულირების მიზნით, ტექნიკური მოწყობილობა - შუქნიშანი პირველად მონტაჟდება. ამასთან, მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით, ჩვენი სამსახური, ქალაქის მასშტაბით, საგზაო ნიშნების მოწყობის სამუშაოებსაც ახორციელებს“, - აცხადებენ სააგენტოში.
კვირის ამბები