მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, დიპლომირებული ანალიტიკოსი, ამერიკული ჯგუფური ფსიქოთერაპიის ასოციაციის საპატიო წევრი, ფსიქიატრი, ფსიქოთერაპევტი რეზო კორინთელი გორში შეხვედრას გამართავს.
ღონისძიება აზროვნების აკადემიის საგანმანათლებლო პროექტის „შემეცნებითი ტურნე რეგიონებში“ ფარგლებში, 12 ნოემბერს, 15:00 საათზე, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება.
შეხვედრის ძირითადი თემაა „თვითრეალიზაცია“.
ორგანიზატორების ინფორმაციიით, ღონისძიებაზე დასწრების მსურველებმა რეგისტრაცია ელექტრონულად: cutt . ly / ywWwPZbJ უნდა გაიარონ. შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია.