საზოგადოება
24.02.2020 12:35
გორსა და ხაშურში ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელ ფართს 34 დევნილი ოჯახი მიიღებს
დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ, ამ ეტაპზე, შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის ბინების განაწილების პროცესი დაასრულა. გორსა და ხაშურში, ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელ ფართს 34 დევნილი ოჯახი მიიღებს.
დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ, შიდა ქართლის რეგიონში იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის ბინების განაწილების საკითხის განიხილვა ერთი თვის წინ დაიწყო და 34 მსურველის განცხადება დააკმაყოფილა. გასულ წელს კი, ახალი საცხოვრებელი ფართის მფლობელი 2097 დევნილი ოჯახი გახდა. მათ შორის, 1047 ოჯახს ბინა ახალაშენებულ კორპუსებში გადაეცა, 1050-ს კი, სააგენტომ სახლი პროექტის - „სოფლად სახლის“ ფარგლებში შეუსყიდა.
2019 წელს, საცხოვრებელი, ასევე, გადაეცა 164 ეკომიგრანტ ოჯახსაც. GMnews-ი გთავაზობთ გვერდის მისამართს, სადაც შეძლებთ გაცნობას, კონკრეტულად რომელი ოჯახები დაკმაყოფილდებიან ბინით: ბინის მიმღებთა სია
კვირის ამბები