გიორგი ერისთავის სახელობის თეატრი კომედიის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, მასშტაბურ კულტურულ ღონისძიებას წელს რუსთავის თეატრი უმასპინძლებს.
საგასტროლო ტურნეს ფარგლებში, გორის თეატრი წარმოდგენას 14 ნოემბერს, 20:00 საათზე გამართავს. მაყურებელი მე-19 საუკუნეში მოღვაწე გორელი დრამატურგის ზურაბ ანტონოვის პიესების მიხედვით დადგმულ წარმოდგენას - „მზე ისევ ამოვა“ იხილავს.
შეგახსენებთ, აღნიშნული სპექტაკლი გ. ერისთავის სახელობის თეატრის სცენაზე დრამის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტმა გიორგი თენაძემ დადგა.
პროექტი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს კონკურსის -„სტუდენტი რეჟისორების სპექტაკლების დადგმის ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.
ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას - სუსი