სპორტი
09.11.2023 13:37
„გორი“ „ირაოსთან“ დამარცხდა

ეროვნული ლიგა 3-ის 26-ე ტურის მატჩში გორის „გორი“ „ირაოს“ დაუპირისპირდა. შეხვედრა გორელთა მარცხით, ანგარიშით 3:4 დასრულდა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, „ირაოს“ კარში ორი გოლი აკაკი სირბილაძემ გაიტანა. ერთი კი საბა გეგელაშვილის ანგარიშზეა.

რაც შეეხება მოწინააღმდეგეს, თითო გოლი ლუკა ჯაფარიძემ და დმიტრი რეკიშმა გაიტანეს. მათე ქომეთიანი კი გორელთა კარში გატანილი ორი გოლის ავტორია.

საფეხბურთო მატჩი კასპის ცენტრალურ სტადიონზე ჩატარდა.

მომდევნო შეხვედრას გორის გუნდი 14 ნოემბერს გამართავს.

კვირის ამბები