გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიცის და გორის მეორე საჯარო სკოლები მინი ფეხბურთის გამარჯვებულები გახდნენ.
სასკოლო-სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, მინი ფეხბურთში ფინალური შეხვედრები ჩატარდა და გამარჯვებულები ვაჟთა და გოგონათა გუნდებს შორის გამოვლინდნენ.
გოგონებს შორის გამარჯვებული გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიცის გუნდი გახდა (მწვრთნელი მერაბ სამადაშვილი), რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში წითელუბნის სკოლა ანგარიშით 5:0 დაამარცხა.
რაც შეეხება ვაჟებს, პირველობისთვის ერთმანეთს გორის პირველი და მეორე საჯარო სკოლის გუნდები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა მეორე სკოლის სასარგებლოდ, 2:0 დასრულდა.
ცნობისთვის, სასკოლო სპორტული ოლიმპიადა საქართველოს მასშტაბით ტარდება. გორის მუნიციპალიტეტში სპორტული ღონისძიებების ორგანიზატორი სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში