საზოგადოება
08.11.2023 13:46
გორში სტუდენტების და სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით „City Game“ გაიმართა

გორში „City Game“ ჩატარდა. გასართობ-საგანმანათლებლო პროექტში 30 გუნდი მონაწილეობდა, რომელთა შორის  სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები იყვნენ.

თამაშის მონაწილეებს დაურიგდათ მინიშნებები, რომლებზეც  ქალაქის ათი ლოკაცია იყო დაშიფრული და ახალგაზრდებს უნდა ამოეხსნათ დაშიფრული ადგილები, მისულიყვნენ და გუნდთან ერთად ფოტოები გადაეღოთ.

რაც შეეხება გამარჯვებულებს, პირველ ადგილზე „ფენიქსი“ გავიდა, მეორე გუნდმა „ლიდერი სტუდენტები“ დაიკავა, „მარგალიტები“ კი მესამე ადგილის მფლობელი გახდა.

ცნობისთვის, გასართობ-საგანმანათლებლო პროექტი „დიმიტრი ყიფიანის საინიციატივო საზოგადოების“ ორგანიზებით გაიმართა.
კვირის ამბები