გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტო, მოსწავლე-ახალგაზრდობის სპორტული ტურიზმის ცენტრის უცხოენოვანი გიდის შესარჩევად, კონკურსს აცხადებს.
დამსაქმებლის მოთხოვნით, კონკურსის მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქე, სრულყოფილად ფლობდეს სახელმწიფო ენას, სავალდებულია, ჰქონდეს უმაღლესი განათლება ინგლისური ენის მიმართულებით და ტურიზმის სექტორში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
„მოსწავლე-ახალგაზრდობის სპორტული ტურიზმის ცენტრის უცხოენოვანი გიდის კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს: წერილობითი განცხადება, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ავტობიოგრაფია ან CV, გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, კვალიფიკაციის ამაღლების დამადასტურებელი დოკუმენტები(არსებობის შემთხვევაში).
კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდება ორ ეტაპად: განცხადების გადარჩევით და გასაუბრებით“, - ნათქვამია დამსაქმებლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დაინტერესებულ პირებს დოკუმენტაციის წარდგენა შეუძლიათ 15 ნოემბრის ჩათვლით 18:00 საათამდე სააგენტოს კანცელარიაში, ან ელექტონულ ფოსტაზე: developmentgori @ gmail. com