გორში „დიმიტრი ყიფიანის სახელობის საინიციატივო საზოგადოების“ მიერ განხორციელებული პროექტის „ახალგაზრდები წინაპართა ნაკვალევზე“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიების მიზანს ისტორიული მოვლენების გრაფიკული ვიზუალიზაცია წარმოადგენდა.
მონაწილეებმა საკუთარი ნამუშევრები წარადგინეს. მათგან ჟიურიმ სამი საუკეთესო ნაშრომის ავტორი გამოავლინა და ვაუჩერებით დაასაჩუქრა, ხოლო ორი მონაწილე ბაკურიანის ბანაკის საგზურის მფლობელი გახდა.
„აღნიშნულ პროექტში მონაწილეების აქტიურობამ, ჩართულობამ და დაინტერესებამ მაქსიმუმს მიაღწია. უღრმესი მადლობა ყველა მონაწილეს აქტიურობისთვის. დიმიტრი ყიფიანის საზოგადოება გისურვებთ წარმატებებს“, - აღნიშულია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, პროექტის „ახალგაზრდები წინაპართა ნაკვალევზე“ ჯული როსტომაშვილის კოორდინატორობით ჩატარდა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება