გორში ურბანული ტრანსპორტის საჭიროებების შესახებ კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.
შეხვედრას კვლევის ავტორები, ტენდერში გამარჯვებული ფრანგული კომპანიის (SYSTRA) ექსპერტები უძღვებოდნენ.
ღონისძიება, ასევე, ტრანსპორტის მომსახურებასთან დაკავშირებული საჭიროებების ადგილზე გაცნობას ითვალისწინებდა. უცხოელმა ექსპერტებმა უშუალოდ მოსახლეობისგან მოისმინეს მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობასთან დაკავშირებული შენიშვნები და მოსაზრებები.
„პროექტი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ინიციატივით, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკისა (EBRD) და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის (MDF) მხარდაჭერით ხორციელდება.
რაც შეეხება ურბანული ტრანსპორტის საჭიროებების შესახებ კვლევის მიზანს, მუნიციპალური ტრანსპორტის მომსახურების სრულყოფის მიზნით ხორციელდება“, - აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოში.3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება