საზოგადოება
07.11.2023 15:00
გორის მერი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და გატაცების ფაქტებს ეხმიანება და დაღუპულის ოჯახის წევრებს უსამძიმრებს

გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და გატაცების ფაქტებს ეხმიანება და დაღუპულის ოჯახის წევრებს უსამძიმრებს.

„გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან რუსეთის  მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უმძიმესი ფაქტი მოხდა - რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის შედეგად მოკლულია საქართველოს მოქალაქე.

ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და სრულიად საქართველოს.

რეჟიმის მიერ უკანონო პატიმრობაში იმყოფება ერთი მოქალაქე, რომელსაც ჯანმრთელობას და მალე გათავისუფლებას ვუსურვებ“, - წერს სოციალურ ქსელში ვლადიმერ ხინჩეგაშვილი.

შეგახსენებთ, შემთხვევა გუშინ საღამოს, 6 ნოემბერს მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობების შედეგად საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური გარდაიცვალა, ლევან დოთიაშვილი კი, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს.

 

კვირის ამბები