შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის ფრენბურთელებმა თბილისის გუნდებთან ამხანაგური შეხვედრები გამართეს.
შეჯიბრი ორ ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა.
გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ინფორმაციით, 2008-2009 წწ. დაბადებულებს შორის შეხვედრა გორის გუნდის სასარგებლოდ, ანგარიშით 2:0 დასრულდა.
რაც შეეხება 2009-2010 წწ. ასაკობრივ კატეგორიას, მცირე სხვაობით - 1:0, თბილისის გუნდმა გაიმარჯვა.
ცნობისთვის, გორელთა გუნდის მწვრთნელები თინა ფსუტური და ნინო სირაძე არიან.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში