საზოგადოება
07.11.2023 11:56
გორის №9 საჯარო სკოლა „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2023“-ის მეორე ადგილის მფლობელია

„ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2023“-ის გამარჯვებული სკოლები ცნობილია.

გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით, ვაჟა-ფშაველას სახელობის გორის №9 საჯარო სკოლა საუკეთესო სამეულში მოხვდა და მეორე ადგილის მფლობელია.

„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, სასკოლო კონკურსის ფინალში №9  საჯარო სკოლის გარდა,  №8 საჯარო სკოლა, კერძო სკოლა „თამარიონი“ და გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლა მონაწილეობდა.

ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია CENN-ის მიერ, პროექტის – „ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის“ – ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

კონკურსის თანაორგანიზატორები კი  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საქართველოს პარლამენტი არიან.

კვირის ამბები