2023 წლის ოქტომბერში გორის მუნიციპალიტეტს 41 235 დამთვალიერებელი ეწვია.
გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს ტურიზმის განყოფილების მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წლის სექტემბერთან შედარებით, დამთვალიერებელთა რაოდენობა 4 440-ით არის შემცირებული.
სტატისტიკის მიხედვით, 2023 წელს, მუნიციპალიტეტს ყველაზე მეტი - 54 936 ვიზიტორი ივნისში ეწვია, ყველაზე ნაკლები - 7 876 თებერვალში.
„რაც შეეხება ცალკეული თვეების სტატისტიკას, იანვარში - 10 967, თებერვალში - 7 876, მარტში - 17 761, აპრილში - 26 016, მაისში - 40 349, ივნისში - 54 936, ივლისში - 47 940, აგვისტოში - 45 081, სექტემბერში - 45 675, ხოლო ოქტომბერში 41 235 ვიზიტორი ეწვია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, 2023 წლის 1-ელი იანვრიდან 3 ნოემბრამდე გორის მუნიციპალიტეტს, ჯამში, 337 836 ვიზიტორი სტუმრობდა, მათგან - 259 011 უცხოელი.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება