2024 წლიდან საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, უსახლკარო, მრავალშვილიანი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამა დაიწყება. ორწლიანი პროექტის ფარგლებში, სახლს ათასამდე სოციალურად დაუცველი ოჯახი მიიღებს.
პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, აღნიშნული პროგრამის ბიუჯეტი 50 მილიონი ლარია.
„ჩვენ, ქვეყნის მასშტაბით, შევისწავლეთ სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახების მდგომარეობა და მივიღეთ გადაწყვეტილება - სამ და მეტშვილიან, უსახლკარო და გაუსაძლის პირობებში მაცხოვრებელ 1000-ამდე ოჯახს შევუძინოთ ბინები, რათა იცხოვრონ ღირსეულ პირობებში.
ამ პროგრამის განხორციელებას გაისად დავიწყებთ და, დაახლოებით, ჯამურად 50 მილიონი ლარი დაიხარჯება, 25 მილიონი - 2024 წელს და ამდენივე თანხა მომდევნო წელს. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი მოქალაქეები სახელმწიფოსგან იღებდნენ ასეთ ყურადღებას და მიტოვებულად არ იგრძნონ თავი“, - განაცხადა პრემიერმა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება