საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მომავალი წლიდან ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება იზრდება. პროექტი პენსიონერების ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფას ითვალისწინებს. სოციალური შეღავათით, დაახლოებით, 400 000 პენსიონერი ისარგებლებს.
„გარდა იმისა, რომ პენსიონერებს გავუზარდეთ პენსია 500 ლარამდე, ქრონიკული დაავადებების მქონე პენსიონერები, 2024 წელს უფასოდ მიიღებენ მედიკამენტებსაც და ჩვენ ამ ტენდენციას შევინარჩუნებთ. ასევე, დაიწყება ონკოლოგიურ პაციენტთა ადრეული კვლევების დაფინანსება, რაც საკმაოდ დიდ დანახარჯებთან არის დაკავშირებული. მოგეხსენებათ, ჯანდაცვის სამინისტრომ მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა მედიკამენტების გაიაფების კუთხითაც. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ პროცესს კიდევ უფრო მეტად გავაკონტროლებთ და გავაუმჯობესებთ“, - განაცხადა პრემიერმა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება