სპორტი
06.11.2023 11:41
კობა კაკალაძის სახელობის ტურნირზე გორელმა სპორტსმენებმა სხვადასხვა სინჯის მედალი მოიპოვეს

კობა კაკალაძის სახელობის ტურნირზე თავისუფალ ჭიდაობაში, გორელმა სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს.

გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ინფორმაციით, გორელთაგან შეჯიბრში ნუგზარ სხირელის სახელობის ჭიდაობის სკოლის, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის და კლუბ „ჩემპიონის“ თავისუფალი სტილის მოჭიდავეებმა იასპარეზეს.

სხირელის სახელობის ჭიდაობის სკოლიდან შეჯიბრის გამარჯვებულები ტარიელ საათაშვილი (45 კგ.), ცოტნე ბერძნიშვილი (48 კგ.) და აკაკი მაზმიშვილი (60 კგ.) გახდნენ.

ნიკა მაყიშვილმა (38 კგ.), დემეტრე ბერიანიძემ (60 კგ.), გიგა ოთინაშვილმა (65 კგ.) და იოანე სიხარულიძემ (71 კგ.) ტურნირი მეორე ადგილით დაასრულეს.

სხირელის სკოლიდან ბრინჯაოს პრიზიორი კი საბა პაპაშვილია (80 კგ.).

რაც შეეხება ჩოჩიშვილის სკოლის სპორტსმენებს, გიორგი ქარელმა (38 კგ.) შეჯიბრი პირველი ადგილით დაასრულა.

მესამე ადგილს და ბრინჯაოს მედალს რატი ბერაძე (48 კგ.), ვანო გოგშელიძე (48 კგ.) და დემეტრე ბოლოთაშვილი (71 კგ.) დაესაკუთრნენ.

მედლის გარეშე არ დარჩენილან კლუბ „ჩემპიონის“ წარმომადგენლებიც, ლუკა ტეტუნაშვილი (41 კგ.) და გიორგი სამნიაშვილი (110 კგ.) ტურნირის ვერცხლის პრიზიორები გახდნენ.

ცნობისთვის, შეჯიბრი ბათუმში ჩატარდა. ტურნირში 2008-2010 წწ. დაბადებული 230-მდე მოჭიდავე მონაწილეობდა. ქართველ სპორტსმენებთან ერთად, შეჯიბრში სომხეთის წარმომადგენლებიც ასპარეზობდნენ.

კვირის ამბები