საზოგადოება
06.11.2023 11:32
სოფელ ახრისში გზის რეაბილიტაცია განხორციელდება

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ სოფელ ახრისში გზის რეაბილიტაციის მიზნით, ტენდერი უკვე გამოაცხადა.

საპროექტო მონაკვეთის სიგრზე 2 719 მეტრია და გორი-მეჯვრისხევის საავტომობილო გზიდან იწყება.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 833 635 ლარია. პროექტი, როგორც დასახლებულ პუნქტთან მისასვლელ, ასევე,  სოფლის ცენტრალური გზის რეაბილიტაციას ითვალისწინებს. 

დაგეგმილი სამუშაოების მიხედვით, მოეწყობა: ტრანსპორტის სავალი ნაწილი, ტროტუარები, გზის ორივე მხარეს რკინა ბეტონის სანიააღვრეები, მიერთებები, ეზოებში შესასვლელები, ცხაურები (სანიაღვრეებზე საჭიროების გათვალისწინებით), ლითონის მილები გადაკვეთებზე, ლითონის მოაჯირები (საპროექტო მონაკვეთზე არსებულ ხიდზე).

„გზის აღნიშნულ მონაკვეთზე, რამდენიმე ათეული წელია, მსგავსი სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებულა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, დაზიანებული გზის საფარით გამოწვეული პრობლემები მოსახლეობას აღარ შეაწუხებს“, - აცხადენებ გორის მერიაში.

კვირის ამბები