საზოგადოება
03.11.2023 14:55
გორის ახალგაზრდული საბჭოს წევრებმა მუნიციპალიტეტში არსებული საჭიროებები და ახალგაზრდული პოლიტიკის საკითხები განიხილეს

გორის მუნიციპალიტეტის განვითარების სააგენტოს დირექტორი ქალაქის ახალგაზრდული საბჭოს წევრებს შეხვდა.

დიალოგი ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. გიორგი ედიშერაშვილმა დამსწრეებს სააგენტოს საქმიანობა გააცნო და ახალგაზრდული პოლიტიკის საკითხები განიხილა.

შეხვედრის ფარგლებში, ახალგაზრდებმა საბჭოს შესახებ ისაუბრეს და მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებული ახალგაზრდული საჭიროებების იდენტიფიცირების და მისი ადვოკატირების მექანიზმები განიხილეს.

„როგორ უნდა ვუზრუნველყოთ პასიური ახალგაზრდების მოტივირება და მათი გააქტიურება, ჩართულობა ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში და თანადაფინანსების პროგრამებში, როგორ უნდა ფუნქციონირებდეს ახალგაზრდული სივრცეები და ცენტრები - ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომლის შესახებაც საბჭო და სააგენტო მუნიციპალიტეტის კომპეტენტურ სამსახურებთან ერთად, სამომავლოდ, სამუშაო ფორმატში იმსჯელებს“, - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვირის ამბები