კულტურა
03.11.2023 14:49
ლიტერატურული პროექტის - „ქართლის საღამოები“ ფარგლებში, მწერალ თამარ ბურნაძე-წიწიკაშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართა

ლიტერატურული პროექტის - „ქართლის საღამოები“ ფარგლებში, გორის საჯარო ბიბლიოთეკაში მწერალ თამარ ბურნაძე-წიწიკაშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართა.

ღონისძიება საქართველოს მწერალთა კავშირის შიდა ქართლის, ცხინვალისა და ახალგორის მწერალთა ორგანიზაციის ინიციატივით და სოლომონ ხუციშვილის სახელობის გორის ცენტრალური ბიბლიოთეკის მხარდაჭერით ჩატარდა.

„თან ვდევ ფოთლების ქარში ხეტიალს“, „ჩემს სამზეოზე მწუხრი მოვიდა“, „სამკათათვეო განა მზისა“, „აირეკლება ზეცის მკერდზე“, „შემომწყრა ყველა დასაფიცარი“, „პოეზიის ნათლობა“ - თანამედროვე ავტორმა დამსწრე საზოგადოებას ბოლო პერიოდის პოეტური და პროზაული ნაწარმოებები გააცნო.

შეხვედრას მწერლები, პოეტები და ლიტერატურულ სფეროში მოღვაწე ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.

„ბწყინვალე რომანტიკოსი, ლირიკოსი, რომელიც სხვადასხვა ჟანრში წერს და გამორჩეულია წერის ორიგინალური მანერით. მინდა აღვნიშნო, რომ მართლაც შესანიშნავი საღამო გამოვიდა, არაერთი კარგი ლექსი მოვისმინეთ. ვისურვებდი, ქალბატონი თამარი თავისი კალმით კიდევ მრავალი წელი ემსახუროს ქართულ მწერლობას“, - „გორის მაცნესთან“ აღნიშნა პოეტმა აკაკი ბიძინაშვილმა.

თამარ ბურნაძე-წიწიკაშვილი არაერთი წიგნის ავტორია. მისი ლექსები და პროზაული ნაწარმოებები პერიოდულად იბეჭდება ლიტერატურულ გამოცემებში.

კვირის ამბები