საზოგადოება
03.11.2023 12:27
პროგრამის - „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, განაცხადების მიღება დაიწყო, პროცესი 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება

სახელმწიფო პროგრამის - „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, განაცხადების მიღება დაიწყო და 2024 წლის 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.

სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, პროექტი მრავალწლიანი ბაღების გაშენებით დაინტერესებულ ფერმერებს შესაძლებლობას მისცემს სახელმწიფო თანადაფინანსებით ისარგებლონ

„პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ნერგების ღირებულების 70%, ხოლო წვეთოვანი სარწყავი სისტემის 50%. უნდა აღინიშნოს, რომ სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივებისთვის, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების და მაღალმთიანი დასახლებების შემთხვევაში, დამატებით, 10%-იანი თანადაფინანსებაა გათვალისწინებული.

დაინტერესებულ პირებს, განაცხადის წარდგენა შეუძლიათ ელექტრონულად, ვებ გვერდზე: my. rda. gov. ge“, - აცხადებენ სააგენტოში.

კვირის ამბები