საზოგადოება
02.11.2023 14:47
შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტო მიუსაფარი ცხოველების უფასო მიმსახურებას აგრძელებს

შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტო პატრონის გარეშე დარჩენილ შინაურ ცხოველებს კვლავ უფასოდ მოემსახურება, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ სააგენტო ავრცელებს.

მიუსაფარ ცხოველებს სტერილიზაცია/კასტრაციას და ცოფზე ვაქცინაციას გამოცდილი ვეტერინარები ყოველდღე უტარებენ.

რაც შეეხება პატრონიან ძაღლებს და კატებს,  ვეტერინარული მომსახურეობა ფასიანია და მომსახურება 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი.

შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტოს ინფორმაციით, კვალიფიციური სპეციალისტები ახორციელებენ ცხოველების ჭრილობის გაკერვა-ნაკერების მოხსნას; ინფექციური დაავადებების ექსპრეს დიაგნოსტიკას სწრაფი ტესტით; ყურზე საჭიდის მიმაგრებას; ჩიპირებას; ჩიპიდან ინფორმაციის წაკითხვას (ჩიპის სკანირება); თერაპიულ დიაგნოსტიკას და მკურნალობას; ძაღლის და კატის ბრჭყალების დაჭრას; ცხოველის კრემაციას და სხვა.

შეგახსენებთ, შინაური მიუსაფარი ცხოველების შიდა ქართლის ინტერმუნიციპალურ სააგენტოში პატრონიან ძაღლებზე და კატებზე მომსახურება ფასიანი ივლისიდან გახდა.
კვირის ამბები