გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისთვის კონკურსს „შექმენი კლიმატმეგობრული ბაღი“ აცხადებს.
ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობა პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტებს (ლაგოდეხი, სიღნაღი, ახმეტა, თელავი, გორი, სამტრედია, აბაშა, სენაკი, ხობი, ჩოხატაური, ოზურგეთი, ლანჩხუთი, ქობულეთი) შეუძლიათ.
კონკურსის ფარგლებში, აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს განაცხადი, რომელიც მოიცავს შემუშავებულ საგანმანათლებლო აქტივობებს, განხორციელების დამადასტურებელ დოკუმენტაციას.
„პროგრამა უნდა შედგებოდეს თეორიული და პრაქტიკული სწავლებისგან და მოიცავდეს ჩამოთვლილი თემებიდან მინიმუმ ერთს: კლიმატის ცვლილება, კლიმატის ცვილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება, ნარჩენების მართვა და კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა. გამარჯვებული ბაღები განახორცილებენ შემოთავაზებულ პროგრამას, ჯილდოდ კი გადაეცემათ ტექნიკის ვაუჩერები.“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა სრული განაცხადი უნდა წარადგინონ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: info @ eiec .gov . ge. განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა 10 ნოემბერია.
კონკურსი პროგრამის - „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში ტარდება, რომელიც დაფინანსებულია საქართველოს მთავრობის, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვედეთის (SIDA) და შვეიცარიის მთავრობების (SDC) მიერ, ხოლო მის განხორციელებას გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) უზრუნველყოფს.