ევროსაბჭოს კონგრესის პრეზიდენტი ადერს კნაპე და გენერალური მდივანი ანდრეას კიფერი გორის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთში იმყოფებოდნენ.
საქართველოს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის ფარგლებში, ევროსაბჭოს დელეგაცია პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება საქართველოში. დელეგაციის წევრები საოკუპაციო ხაზთან შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნენ. კონგრესის წარმომომადგენლებთან ერთად, ხურვალეთში იმყოფებოდნენ პრემიერის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი, შიდა ქართლის გუბერნატორი გიგი ხოჯევანიშვილი, გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.
ვიზიტის ფარგლებში, ევროსაბჭოს დელეგაციის წევრების ოფიციალური შეხვედრები იგეგმება სხვადასხვა უყებაში.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება