საზოგადოება
02.11.2023 11:55
გორელმა ვეტერანებმა, სამშვიდობო მისიებში დაჭრილმა ჯარისკაცებმა და შშმ პირებმა თევზაობის ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა
ინტეგრირებული პროექტის- „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ ფარგლებში, პირველად, თევზაობის ფესტივალი მოეწყო.
ღონისძიებაში, გორელებთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრები ვეტერანები, სამშვიდობო მისიებში დაჭრილი ჯარისკაცები და შშმ პირები მონაწილეობდენენ.

ფესტივალს პალიასტომის ტბის ჯუნგლებმა უმასპინძილა.

ღონისძიების ორგანიზატორთა ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, წლის განმავლობაში, პარასპორტსმენთა მონაწილეობით, სხვადასხვა სახის აქტივობა იმართება და ჯამში, 30-მდე სპორტულ-კულტურულ აქტივობას 600-ზე მეტი მონაწილე ჰყავს.
აქტივობა „ახალგაზრდული მედიაკავშირის“ ორგანიზებით და „საქართველოს მოყვარულ მეთევზეთა კავშირის“ მხარდაჭერით მოეწყო.

რაც შეეხება სპონსორებს, პროექტის გენერალური სპონსორი პლატფორმა ინიციატივაა. მხარდაჭერები კი „სოკარი“ და“ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი“ არიან.

ინიციატივა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, გორის და ქუთაისის მუნიციპალიტეტების მერიების ხელშეწყობით ხორციელდება.
კვირის ამბები