საზოგადოება
02.11.2023 11:38
გორის მერიამ სხვადასხვა პოზიციაზე ვაკანსია გამოაცხადა

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 3 ვაკანტურ პოზიციაზე ღია კონკურსი გამოაცხადა.

დაინტერესებულმა პირებმა კონკურსში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე www. hr. gov. ge უნდა გაიარონ. ამავე გვერდზე მიიღებთ დეტალურ ინფორმაციას იმ კრიტერიუმების შესახებ, რასაც აღნიშნული ვაკანსიის დაკავებისთვის აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს.

რაც შეეხება ვაკანტურ სამუშაო ადგილებს, ღია კონკურსი გამოცხადებულია შემდეგ პოზიციებზე:

მეორადი სტრუქტურული ერთეულის ბავშვის დაცვის და მხარდაჭერის განყოფილების ხელმძღვანელი;

ინფრასტრუქტურის განვითარების და კეთილმოწყობის განყოფილების III რანგის III კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;

სოციალური უზრუნველყოფის განყოფილების III რანგის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (სოციალური მუშაკი) 2 საშტატო ერთეული.

კვირის ამბები