საზოგადოება
02.11.2023 11:07
პარლამენტმა „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ კანონპროექტი მიიღო - რას ითვალისწინინებს ჯანდაცვის სამინისტროს ახალი ინიციატივა

პარლამენტმა „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით, 82 ხმით მიიღო.

როგორც ჯანდაცვის უწყებაში აცხადებენ, კანონპროექტით მოწესრიგდება ადამიანის ორგანოების გადანერგვის ძირითადი პრინციპები, ასევე, განისაზღვრება დონორის და რეციპიენტის უფლებები. ადგენს ადამიანის ორგანოების ხარისხისა და უსაფრთხოების ძირითად სტანდარტებს, უზრუნველყოფს მიკვლევადობასთან დაკავშირებული სამართლებრივი მექანიზმის შექმნას, აწესრიგებს გადანერგვის სფეროს მართვასთან, მათ შორის, ინსპექტირებასთან, ლიცენზირებასა და პასუხისმგებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს.

„ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ კანონპროექტის მიხედვით, ტრანსპლანტაციის შესახებ გადაწყვეტილება უნდა იყოს უანგარო. კანონპროექტი, ტრანსპლანტაციის გადაწყვეტილების მიღების და ორგანოების გადაცემისას კომერციულ ინტერესებს გამორიცხავს.

ცვლილებები, ჯანდაცვის სამინისტროში ტრანსპლანტაციის სამმართველოსა და მართვის ცენტრალური ბაზის  შექმნას მოიცავს“, - აცხადებენ სამინისტროში.

კვირის ამბები