საზოგადოება
01.11.2023 15:54
დავეხმაროთ მათ, ვისაც ყველაზე მეტად ვჭირდებით - გორში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება

წმინდა იოანე მოწყალეს სათნოების სახლის ორგანიზებით, გორში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება.

საქველმოქმედო ღონისძიება გორის გიორგი ერისთავის სახელობის თეატრში 21 ნოემბერს, 19:00 საათზეა დაგეგმილი.

ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი ხელოვანები: დათო არჩვაძე, ნინი ბადურაშვილი, ანსამბლი „ფორტე“, გორის ქალთა კამერული გუნდი, ანსამბლი „რიხი“, სულხან ცინცაძის სახელობის გორის სამუსიკო კოლეჯის გოგონათა გუნდი.

„ბილეთების რაოდენობა შეზღუდულია და 20 ლარის შეადგენს, რომელიც სრულად მოხმარდება ქველმოქმედებას. ბილეთის შეძენასთან დაკავშირებით, დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომრებზე: 579193689, 599420699.

დავეხმაროთ მათ, ვისაც ყველაზე მეტად ვჭირდებით“, - აცხადებენ საღამოს ორგანიზატორები.
კვირის ამბები