საზოგადოება
01.11.2023 15:33
მეფუტკრე ფერმერებისთვის ტრენინგების მეოთხე ფაზა იწყება

სოფლის განვითარების სააგენტოს, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის და საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების ორგანიზებით, მეფუტკრე-ფერმერებისთვის ტრენინგების ახალი, მეოთხე ფაზა იწყება.

ტრენინგები საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში ჩატარდება და შემდეგ თემებს მოიცავს:

სეზონური სამუშაოები: ფუტკრის ოჯახის დაზამთრება, სკაში მიკროკლიმატის მოწესრიგება, საკვების რაოდენობის განსაზღვრა/შევსება;

ვაროას წინააღმდეგ ბრძოლა, უბარტყო პერიოდის გამოყენება;

მეფუტკრეობის პროდუქტების წარმოება;

საფუტკრეების რეგისტრაცია;

მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლა;

გავლილი სეზონის შეჯამება, ახალი სეზონისათვის მზადება.

ტრენინგებს  მეფუტკრეობის დარგის სპეციალისტები გაუძღვებიან.

გორში მცხოვრები დაინტერესებული პირები სემინარებში მონაწილეობის მისაღებად საკონტაქტო პირს, მალხაზ კოშკაძეს უნდა დაუკავშირდნენ ტელეფონის ნომერზე: 595 22 11 64.

ტრენინგი გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მეფუტკრე-ფერმერებისთვის 3 ნოემბერს გაიმართება.

სოფლის განვითერების სააგენტოს ინფორმაციით, მეფუტკრე-ფერმერების ტრენინგის პირველი ფაზის ფარგლებში, 2022 წელს 1000-მდე მეფუტკრე გადამზადდა. 2023 წელს - ტრენინგის მეორე ფაზის ფარგლებში - 1105, ხოლო მესამე ფაზის ფარგლებში 852 მეფუტკრე გადამზადდა.

კვირის ამბები