„დიმიტრი ყიფიანის საინიციატივო საზოგადოება“ გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ესეების კონკურსს აცხადებს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობა 13-დან 21 წლამდე ახალგაზრდებს შეუძლიათ.
კონკურსის დასრულების შემდეგ გამოვლინდება სამი გამარჯვებული და მათ ვაუჩერები გადაეცემათ.
მსურველებმა მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია ელექტრონულად უნდა გაიარონ. განაცხადის გაკეთების ბოლო ვადა 8 ნოემბერია.
ცნობისთვის, „ახალგაზრდული ესეების კონკურსი“ 10 ნოემბერს ჩატარდება. ღონისძიებას გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს.