1-ელი ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ყველა მსურველისთვის უფასოა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომლთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.
ვაქცინაცია, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ოთხ-კომპონენტიანი Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების ვაქცინით იქნება შესაძლებელი.
აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში შესაძლებელია 6 თვის ასაკიდან და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა.
რაც შეეხება აცრის კაბინეტებს, მსურველებს ვაქცინაციის ჩატარება, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ხუთ ლოკაციაზე: ააიპ „გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“; სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი; შპს „გორმედის“ გორის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა; შპს „მედიქალ ცენტრი“; შპს „ნიქოზის პირველადი ჯანდაცვის ცენტრი“ შეუძლიათ.