გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოესი 10 დღის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტში მზიანი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
სინოპტიკოსების ცნობით, 10 ნოემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსს არ ჩამოსცდება.
რაც შეეხება ამინდის დეტალურ პროგნოზს: 1-ელ ნოემბერს, გორში, მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება მზიანი ამინდი, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი +21 გრადუსს მიაღწევს. +22 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი გორში 2 ნოემბერს.
+20 გრადუსს, პერიოდულად ღრუბლიანობას და დღის მეორე ნახევარში მცირე წვიმას ვარაუდობენ სინოპტიკოსები გორში 3 ნოემბერს.
4-დან 10 ნოემბრის ჩათვლით კი, გორის მუნიციპალიტერტში მოსალოდნელია მზიანი და უნალექო ამინდი, ჰაერის ტემპერატურა კი დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება.