დღეს, 31 ოქტომბერს 18:00 საათზე მაყურებელი იოსებ (სოსო) ბლიაძის რეჟისორულ ნამუშევარს - „ოთარის სიკვდილი“ იხილავს. კინოსეანსის დასრულების შემდეგ კი, საშუალება ექნებათ კითხვები დაუსვან ფილმის ერთ-ერთ მთავარი როლის შემსრულებელს მსახიობ ეკა ჩავლეიშვილს.
თექვსმეტი წლის ნიკა მანქანით მოხუც კაცს დაეჯახება. გარდაცვლილის ოჯახი თანახმაა არ იჩივლოს საკმაოდ დიდი თანხის სანაცვლოდ. ნიკას დედამ ეს თანხა ერთ დღეში უნდა შეაგროვოს, თუმცა, მოულოდნელად დრამა ტრაგიკომიკურ ხასიათს იღებს.
აღსანიშნავია, რომ პროექტი - ქართული კინო რეგიონებში, 2023 წლის შემოდგომაზე მარნეულის, საგარეჯოს და გორის მუნიციპალიტეტებში იმართება და ხელს უწყობს რეგიონებში ქართული კინოს და ქართველი კინემატოგრაფისტების პოპულარიზაციას. პროექტში ჩართულ მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ დიდ ეკრანზე ნახონ ფილმები და შეხვდნენ კინო-სპეციალისტებს, რომლებიც მათ თემატურად ესაუბრებიან კინოისტორიაზე და დარგის სხვადასხვა მიმართულებებზე.
„პროექტი საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს და „ადამიანის განვითარების და კულტურის საერთაშორისო სკოლა“ ქუთაისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალთან და საქართველოს ხელოვნების სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტთან თანამშრომლობით ახორცილებს.
პროექტის მხარდამჭერები არიან: საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია, მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი და გიორგი ერისთავის სახელობის გორის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი.