მაგიდის ჩოგბურთში გორის სკოლებს შორის ჩემპიონატი პირველი საჯარო სკოლის გამარჯვებით დასრულდა.
ორგანიზატორების ინფორმაციით, დავით ტეტუნაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა, გადამწყვეტ შეხვედრაში სკოლა „ეისი“ ანგარიშით 4:1 დაამარცხა და გამარჯვებულის ტიტულიც მოიპოვა.
რაც შეეხება მესამე ადგილს, ერთმანეთს გორის მეთერთმეტე და მეცხრე საჯარო სკოლის გუნდები დაუპირისპირდნენ. ასპარეზობა მეთერთმეტე სკოლის სასარგებლოდ, ანგარიშით 3:2 დასრულდა.
სპორტული აქტივობა შიდა ქართლის მაგიდის ჩოგბურთის რეგიონული ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიებას ტენისის და ბილიარდის კლუბმა უმასპინძლა.