საზოგადოება
31.10.2023 12:53
ონკოპაციენტებს გეგმური და გადაუდებელი ქირურგიული ოპერაციები დაუფინანსდებათ

ქვეყნის მასშტაბით, ყველა ონკოპაციენტს (გარდა საბიუჯეტო სახსრებით დაზღვეული პირებისა) როგორც გეგმური, ისე გადაუდებელი ქირურგიული ოპერაციები დაუფინანსდება. პროგრამის ბენეფიციარებს შორის არიან დაზღვეული ვეტერანები და ის პაციენტებიც, რომელთა წლიური შემოსავალი 40 000 ლარზე მეტია.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნული გადაწყვეტილებით ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, თითოეული ბენეფიციარისთვის, მათი შემოსავლის მიუხედავად, თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება.

 „საქართველოს მთავრობის მიერ, მიმდინარე წლის აგვისტოში მიღებული გადაწყვეტილებით ჰორმონოთერაპია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია და მედიკამენტები, ქვეყნის მასშტაბით, ყველა ონკოლოგიურ პაციენტს უფინანსდებოდა. ახლადდამტკიცებული ცვლილების მიხედვით კი  მოქალაქეებისთვის თანაბრად იქნება ხელმისაწვდომი როგორც ქიმიო/ჰორმონო/სხივური თერაპიებისა და მედიკამენტების, ისე ონკოლოგიური ქირურგიის დაფინანსება“, - აცხადებენ უწყებაში.

კვირის ამბები