საზოგადოება
31.10.2023 10:51
ნინო მეგრელიშვილის ოპერაცია თურქეთში 12 ნოემბერს დაიგეგმა - მეგობრები თანხის შეგროვებას აგრძელებენ

ჩატარებული კვლევების საფუძველზე, ნინო მეგრელიშვილის ოპერაცია თურქეთში 12 ნოემბერს დაიგეგმა. ექიმის რეკომენდაციით, ქირურგიული მკურნალობა უმოკლეს პერიოდში უნდა ჩატარდეს.

ნინოს სრულად გამოჯანმრთელებისთვის მენჯ-სახსარზე ორი ოპერაცია ესაჭიროება. პირველი ქირურგიული ჩარევის ღირებულება 16 000 დოლარია. რამდენიმეთვიანი რეაბილიტაციის შემდეგ კი, კიდევ ერთი 16 500 დოლარის ღირებულების ოპერაცია ესაჭიროება.

შეგახსენებთ, რომ ნინო მეგრელიშვილის დასახმარებლად, მეგობრებმა რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში კამპანია „ერთად ნინოსთვის“ წამოიწყეს.

აქციის ფარგლებში უკვე შეგროვდა 20 000 ლარამდე თანხა.

„გროვდება მკურნალობის თანხა ნინო მეგრელიშვილის - ახალგაზრდა ადამიანის, მცირეწლოვანი შვილის დედის, მზრუნველი შვილის, საიმედო მეგობრისა და თავისი საქმის პროფესიონალის გადასარჩენად!

ნინოსთვის მენჯ-სახსარზე საქართველოში ჩატარებული რამდენიმე ოპერაცია უშედეგო აღმოჩნდა და იგი მოძრაობის მკვეთრი შეზღუდვის რეალური საფრთხის წინაშე დგას.

ოჯახის მთელი დანაზოგი უშედეგო ოპერაციებს და პოსტოპერაციულ რეაბილიტაციას მოხმარდა.

ნინოსთვის ბოლო იმედია კიდევ ორი ძვირადღირებული, სასწრაფო ოპერაცია, რომელიც, ჯამში, 32 500 დოლარი ჯდება და გამოჯანმრთელების სრულ გარანტიას იძლევა.

თქვენს მიერ გაღებული თანხა იხსნის ახალგაზრდა ადამიანს, პატარა შვილს დაუბრუნებს დედას, ასაკოვან დედას - შვილს, მეგობრებს და საზოგადოებას - აქტიურ მოქალაქეს.

ამიტომ, თითოეული ლარი მნიშვნელოვანია. თქვენი გულისხმიერების იმედი გვაქვს“, - აცხადებენ ნინოს მეგობრები.

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ანგარიშებზე:

თიბისი -  GE19TB7216145064300048

საქართველოს ბანკი - GE09BG0000000395506023 მიმღები: ხათუნა ბალიაშვილი

კვირის ამბები