სსიპ - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქერეს საჯარო სკოლაში ექიმის ვაკანსიაა, რომელიც კვირაში 40-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს.
კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ჰქონდეს სამედიცინო განათლება, ფლობდეს საექთნო საქმიანობის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს; ჰქონდეს ექთნის თანამდებობაზე ან პირველადი ჯანდაცვის სისტემაში მუშაობის გამოცდილება.
ვაკანტური ადგილის დასაკავებლად, კანდიდატმა დამსაქმებელთან უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: საექთნო სპეციალობაში/სპეციალობებში სახელმწიფო სერტიფიკატის ასლ(ებ)ი; სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი; დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ კანდიდატის უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში მონაწილეობას (მოწმობები, სერტიფიკატები და სხვა), ასეთის არსებობის შემთხვევაში დ სამოტივაციო წერილი.
გამოცხადებულ პოზიციაზე ანაზღაურება 500-550 ლარია. დაინტერესებულმა პირმა განაცხადი ელექტრონულად - www. pedagogi. ge (teacherjobs. ge)-ზე, 2 ნოემბრის ჩათვლით უნდა გაგზავნოს.