გიორგი ერისთავის სახელობის დრამატული თეატრი მესხეთის თეატრს მასპინძლობს. საგასტროლო ტურნეს ფარგლებში, გორის თატრის სცენაზე ახალციხელი მსახიობები, დღეს, ედუარდ ოლბის პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს, „ზოოპარკის ისტორიას“ ითამაშებენ. უცხოელი რეჟისორის ნაწარმოები - „რა მოხდა სამხეცეში“, სცენაზე რეჟისორმა საბა ასლამაზიშვილმა გააცოცხლა. ერთმოქმედებიან სპექტაკლში კი, მესხეთის თეატრის ორი წამყვანი მსახიობი - ანდრია ვაჭრიზე და ლექსო ჩემია მონაწილეობენ.
,,ზოოპარკის ისტორია“ ორი მარტოსული ადამიანის ურთიერთობას ასახავს, რომელებიც მონათესავე სულებს ეძებენ, ტანჯავთ უსიყვარულობა და ცდილობენ როგორმე ყველაზე მთავარს - ცხოვრების აზრს ჩაწვდნენ.
ღრმა ფსიქოლოგიური შინაარსიდან გამომდინარე, სპექტაკლზე ცენზურაა დაწესებული და 18 წლამდე პირები არ დაიშვებიან.
ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას - სუსი