საზოგადოება
30.10.2023 12:19
გორის მუნიციპალიტეტის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომაზე მოსახლეობის გამოკითხვის შედეგებსა და საბიუჯეტო საკითხებზე იმსჯელეს

გორის მუნიციპალიტეტის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომაზე მოსახლეობის გამოკითხვის შედეგებსა და საბიუჯეტო საკითხებზე იმსჯელეს.

საბჭოს  წევრები, მერიის საბიუჯეტო სამსახურის წარმომადგენელთან, დალი ტლაშაძესთან ერთად გაეცნენ მოსახლეობის გამოკითხვის შედეგებს და იმსჯელეს იმ შესაძლო რეკომენდაციებზე, რომელსაც საბჭო მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად, საბიუჯეტო ინიციატივების სახით წარუდგენს მერიას.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, მრჩეველთა საბჭოს ინიციატივით მოსახლეობის საჭიროებების მოკვლევა რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

სხდომის გამართვამდე ასევე  განხორციელდა მოსახლეობის ონლაინ გამოკითხვა, რაშიც 351 მოქალაქემ მიიღო აქტიური მონაწილეობა და საკუთარი  ინიციატივები წარადგინა.

 

„მადლობას ვუხდით ყველა მოქალაქეს, ვინც აქტიურად ჩაერთო გამოკითხვაში. საბჭო საკუთარი უფლებამოსილების და კომპეტენციის ფარგლებში მაქსიმალურად იზრუნებს თითოეული მათგანის იდეა მერს ინიციატივის სახით წარუდგინოს“, - განაცხადეს მრჩეველთა საბჭოს წევრებმა.

 

 

კვირის ამბები