გორელმა ძიუდოისტებმა 9 მედლით დაასრულეს ანზორ ქიბროწაშვილის ხსოვნის მემორიალური ტურნირი ჭაბუკებს შორის.
ტურნირში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული სპორტსმენები მონაწილეობდნენ. ძიუდოისტები პირველობისთვის ერთმანეთს 8 წონით კატეგორიაში (46 კგ; 50კგ; 55 კგ; 60 კგ; 66 კგ; 73 კგ; 81 კგ; +81 კგ.) დაუპირისპირდნენ.
გორელთაგან შეჯიბრის გამარჯვებული გიორგი ბერაძე (55 კგ.) და იოანე აბალაკი (+81 კგ.) გახდა.
მეორე ადგილი ლაშა ადუაშვილმა (46 კგ.) და დაჩი ბზიშვილმა (60 კგ.) დაიკავეს.
ზურა გოგაძემ (55 კგ.), საბა ხარხელმა (60 კგ.), გიორგი ბაბუციძემ (66 კგ.), თორნიკე გიუნაშვილმა (73 კგ.) და ჯუმბერ ძამუნაშვილმა (73 კგ.) - ტურნირი მესამე ადგილით დაასრულეს.
გამარჯვებულებს და საპრიზო ადგილის მფლობელებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ. ამასთან, ანზორ ქიბროწაშვილის ოჯახის წევრებს გამარჯვებულთათვის სპეციალური პრიზები ჰქონდათ დაწესებული.
ტურნირს ძიუდოში გორის სპორტის სასახლემ უმასპინძლა. ღონისძიებას ქიბროწაშვილის ოჯახის წევრებთან ერთად, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელები, მოქმედი და ვეტერანი ძიუდოისტები ესწრებოდნენ.
ცნობისთვის, ქიბროწაშვილი ქართული ძიუდოს ისტორიაში პირველი ევროპის ჩემპიონი (კარიერაში ორგზის ევროპის ჩემპიონი), მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი, არაერთი შეჯიბრის გამარჯვებული და საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი იყო. სპორტსმენი 2008 წელს გარდაიცვალა.