გორში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის გადახდა „საქართველოს ბანკის“ პლასტიკური ბარათებით უკვე შესაძლებელია, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.
ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, გორში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის გადახდა ახლა უკვე - გორის სატრანსპორტო ბარათით, „თიბისი ბანკის“ პლასტიკური ბარათებით და „საქართველოს ბანკის“ პლასტიკური ბარათებითაა („AMEX“ ბარათის გარდა) შესაძლებელი.
შეგახსენებთ, გორში, მუნიციპალური ტრანსპორტი 2021 წლის 8 თებერვლიდან მოძრაობს. თანამედროვე, უსაფრთხო და კომფორტული ტრანსპორტი აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტის ყველა ტექნიკურ მოთხოვნას, აღჭურვილია ევროსტანდარტების შესაბამისი ვენტილაციის სისტემით და სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება