გორი, ძიუდოში ჭაბუკთა შორის, ანზორ ქიბროწაშვილის ხსოვნის მემორიალურ ტურნირს უმასპინძლებს.
შეჯიბრება გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს და გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის ორგანიზებით გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ტურნირში მონაწილე სპორტსმენები პირველობისთვის ერთმანეთს 8 წონით კატეგორიაში (46 კგ; 50კგ; 55 კგ; 60 კგ; 66 კგ; 73 კგ; 81 კგ; +81 კგ.) დაუპირისპირდებიან.
ანზორ ქიბროწაშვილის ხსოვნის მემორიალური ტურნირი 28 ოქტომბერს გორის სპორტის სასახლეში ჩატარდება. ასპარეზობა 11:00 საათიდან დაიწყება
ცნობისთვის, ქიბროწაშვილი ქართული ძიუდოს ისტორიაში პირველი ევროპის ჩემპიონი (კარიერაში ორგზის ევროპის ჩემპიონი), მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი, არაერთი შეჯიბრის გამარჯვებული და საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი იყო. სპორტსმენი 2008 წელს გარდაიცვალა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება