როგორც საქართველოში იტყვიან „გაუმარჯოს!“ - CNN-ის ჟურნალისტი საქართველოში გეპატიჟებათ
თბილისი, მცხეთა, ყაზბეგი, უშგული, უფლისციხე, ვარძია, ქართული სამზარეულო, ღვინო და კულტურა - ტელეკომპანია CNN-ის ჟურნალისტმა საქართველოს ვრცელი ფოტორეპორტაჟი მიუძღვნა. ჟურნალისტმა, ჩვენს ქვეყანაში მოგზაურობის მსურველებს საკუთარი შთაბეჭდილებები გაუზიარა და ის ცხრა მიზეზი დაუსახელა, თუ რატომ უნდა ეწვიონ საქართველოს ახლავე:
1 თბილისი - მრავალფეროვანი ქალაქი, დაკიდებული აივნებითა და სპარსული სტილის გოგირდის აბანოებით, თამედროვე ფუტურისტული შუშის შენობებით. ეთნიკური მრავალფეროვნება და ეკლექტური არქიტექტურა დღევანდელ თბილისზეც აისახება.
2 უშგული - ევროპის უმაღლესი დასახლება. აქაურობა ცნობილია თავდაცვითი კოშკებით, რომლებიც სახლებს ერთმანეთან აკავშირებს. სვანეთის რეგიონი ცნობილია უნიკალური კულტურით. ამ სოფელმა პირვანდელი სახე შეინარჩუნა და ისეთ შეგრძნებას გიტოვებს, თითქოს აქ დრო გაჩერებულია.
- ღვინის სამშობლო - საქართველო, ნამდვილად ღვინის უძველესი რეგიონია მსოფლიოში, სადაც ასობით ვაზის ძირძველი ჯიშია შენარჩუნებული. ქართული ღვინო აღიარებას ნელ-ნელა ჰპოვებს.
- იდუმალებით მოცული კლდეში ნაკვეთი ქალაქები - საქართველო, ევროპაში უჩვეულო კლდეში ნაკვეთი ქალაქების სამშობლოა. უძველესი უფლისციხე, რომლის ზედაპირი მთვარის ლანდშაფტს ჰგავს. დავით გარეჯის უდიდესი სამონასტრო კომპლექსი, რომელიც კლდეშია გამოკვეთილი. თვალწარმტაც ვარძიაში კი, ერთ დროს 2000 ბერი ცხოვრობდა...
- ტრადიციული ქართული სუფრა - თუ ქართულ სუფრაზე არ ყოფილხარ და ქართული კერძები არ გაგისინჯავს, მაშინ საქართველო არ გაგიცვნია.
- შორეული მთის სოფლები - ხევსურეთსა და თუშეთში უმშვენიერესი შუასაუკუნოვანი სოფლები მდებარეობს. აქ შემორჩენილი მოსახლეობა კვლავ ინარჩუნებს უძველეს ტრადიციებს. რეგიონის გზებზე მოგზაურობით კი, ადრენალინი გამოიყოფა. აქ უამრავი უძველესი კოშკი და ეკლესია, სოფლები, უმშვენიერესი მთები, ველური ყვავილები და ხეებია...
7 ევროპის ყველაზე სიუერეალური მუზეუმი - თუ გსურთ სტალინის ცხოვრების შესახებ უფრო მეტი გაიგოთ, ესტუმრეთ გორს და იოსებ სტალინის უცნაურ მუზეუმს.
8 უძველესი ტაძრები - საქართველომ ქრისტიანობა 324 წელს მიიღო. ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი ლამაზი ეკლესია და საკათედრო ტაძარია, რომელიც წარმოუდგენელ ადგილებში მდებარეობს.
- ქართველი ხალხი და ქართული სტუმართმოყვარეობა - ქართველების გულუხვობა და სტუმართმოყვარეობა, ხშირად, განსაკუთრებით სმაში გამოიხატება. როგორც საქართველოში იტყვიან „გაუმარჯოს!“