საზოგადოება
26.10.2023 13:28
გორში შარტავას ქუჩის 250 მეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გორის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა-რეაბილიტაცია გრძელდება. ამ დროისთვის, შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს როგორც ქალაქის მასშტაბით, ასევე, სოფლებში.

ერთ-ერთი ლოკაცია სადაც ასფალტის საფარის მოსაწყობად მოსამზადებელი სამუშაოები ხორციელდება შარტავას ქუჩის 250 მეტრიანი მონაკვეთია.

„აღნიშნულ ლოკაციაზე პროექტის მიხედვით მოეწყობა: ასფალტის საფარი ტრანსპორტის სავალ ნაწილზე, ტროტუარები, ეზოებში შესასვლელები და ბორდიურები“, - აცხადებენ მერიაში.

კვირის ამბები