საზოგადოება
26.10.2023 13:22
გორელი ახალგაზრდები გუდამაყრის ხეობაში იმყოფებოდნენ

გორელი ახალგაზრდებისთვის გუდამაყრის ხეობაში ექსპედიცია მოეწყო.

ექსპედიციაში ის  აქტიური მონაწილეები ჩაერთნენ, რომლებმაც საზაფხულო ბანაკის დროს განსაკუთრებული ინტერესი გამოიჩინეს მთაში მოგზაურობასთან დაკავშირებით. 

ექსპედიციის წევრები სოფელ ჩოხთან იყვნენ დაბანაკებულები. დალაშქრეს შავი არაგვის ჩანჩქერი, დაათვალიერეს ქართველი მწერლის გოდერძი ჩოხელის სახლ-მუზეუმი.

მოსწავლეები სახლ-მუზეუმში დაესწრნენ ფილმების ჩვენებას და მწერლის მოთხრობების განხილვას.  გაეცნენ, ასევე, პოეტ მიხა ხელაშვილის შემოქმედებას და ბიოგრაფიას. ღონისძიების ფრგლებში ახალგაზრდებმა  ხეობის რამდენიმე სოფელიც მოინახულეს.

„ინიციატივა გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა და  ასოციაცია „ტონთიოსთან“ თანამშრომლობით დაიგეგმა“, - აცხადებენ გორის მერიაში.

კვირის ამბები